საშარდე «აკვარიუმი»?
დანოზა ურო პროლონგი – ხელს უწყობს შარდგამომყოფი სისტემის ბუნებრივ დაცვას.
ისევ გაწუხებთ

პირველად არ შეგაწუხათ

  • 1
    ჭრა და ტკივილი შარდვისას
  • 2
    შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება
  • 3
    დისკომფორტი და ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
  • 4
    გახშირებული შარდვის სურვილი
E. coli საშარდე სისტემის ანთების, მათ შორის ცისტიტის, ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია. ბაქტერია ნაწლავებიდან კონტაქტით გზით ხვდება შარდსადენში, სადაც იწვევს ანთებით რეაქციას.
Escherichia coli (E.Coli)
Escherichia
მეცნიერულად დამტკიცებულია2
ქალების 50 %
ცხოვრების განმავლობაში იტანჯებიან საშარდე გზების ინფექციებით, მათ შორის ცისტიტით. ამავდროულად, ცისტიტის გადატანის შემდეგ, ქალების 25%-ს კვლავ აწუხებს რეციდივები (განმეორებითი ცისტიტები). ანტიბიოტიკების დანიშვნა ხშირად საუკეთესო შედეგს არ იძლევა და ხელს უწყობს ბაქტერიების ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის გამომუშავებას.
მეცნიერულად დამტკიცებულია2

რატომ დანოზა ურო პროლონგი?

D-მანოზა შტოშის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი (პროანტოციანიდინები)
  • 1/ დანოზა ურო პროლონგის მთავარი ინგრედიენტია D-მანოზა, რომელიც მოქმედებს E.COLI-ს სხვადასხვა შტამზე (ცისტიტის გამომწვევი შემთხვევათა 90%-ში³), მათ შორის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულებზეც.1,4
  • 2/ შემუშავებულია გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ, საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე.5,6
  • 3/ დანოზა ურო პროლონგის აქტიური კომპონენტების, ცისტიტის გამომწვევ ბაქტერიებზე მოქმედების გამო, ხშირად შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ანტიბიოტიკების დანიშვნაВ.7
  • 4/ ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას საშარდე სისტემის ანთებითი პროცესების კომპლექსური მკურნალობის დროს.8
არ დაუშვათ რეციდივი
საშარდე გზების ინფექციების, მათ შორის ცისტიტის, მკურნალობის კურსი სრულად უნდა დასრულდეს. არ შეწყვიტოთ მკურნალობა კურსის დასრულებამდე, მიუხედავათ იმისა, თუ თავს უკეთ იგრძნობთ.

შეეცადეთ, თავი აარიდოთ ანტიბიოტიკების ძალიან ხშირად მიღებას, რადგან ამან შეიძლება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიული შტამების ზრდა გამოიწვიოს.
მნიშვნელოვანია9
დანოზა ურო პროლონგი
დანოზა ურო პროლონგი – ხელს უწყობს შარდგამომყოფი სისტემის ბუნებრივ დაცვას.
დანოზა ურო პროლონგი აქტიური ინგრედ­იენტები8
D-მანოზა
მიიჩნევა ანტიბიოტიკების ალტერნატივად, რადგან მას შეუძლია ხელი შეუშალოს ბაქტერიების მიმაგრებას შარდის ბუშტსა და საშარდე გზების უჯრედებზე. D-მანოზას შეუძლია დაბლოკოს ბაქტერიების ადჰეზია (მიწებება) საშარდე გზების ლორწოვანი გარსის უჯრედებზე.
შტოშის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი (Vaccinum macrocarpon L. DER 50:1), შეიცავს მინიმუმ 50% პროანტოციანიდინებს
შტოშის ექსტრაქტში შემავალი (Vaccinum macrocarponºL.) ამცირებს E. coli-ს შარდის ბუშტისა და საშარდე გზების უჯრედებზე მიმაგრების უნარს, რაც ხელს უშლის დაავადების განვითარებას. ამავდროულად, პროანტოციანიდინები, მოქმედებენ E. coli-ს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ შტამებზე. შტოშის ექსტრაქტს ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი ეფექტი.
საპირფარეშო პრობლემას არ წარმოადგენს - როდესაც საშარდე სისტემა ნორმაშია!

გამოყენების რეკომენდ­აციები7

  • 1/ 1 პაკეტი გახსენით 200 მლ წყალში და მიიღეთ დღეში ერთხელ (საღამოს)::

    • 4-5 წლის ბავშვები – 3 მლ ხსნარი კგ/ წონაზე
    • 6-11 წლის ბავშვები – 50 მლ ხსნარი
    • 12-18 წლის ბავშვები – 100 მლ ხსნარი
    • მოზრდილები – 200 მლ ხსნარი.
  • 2/ დადებითი ეფექტის მისაღწევად, რეკომენდებულია დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყლის (1-1.5 ლ) დალევა, რაც ხელს უწყობს შარდის მოცულობის გაზრდას.
  • 3/ გამოყენებამდე რეკომენდებულია შარდის ბუშტის დაცლა!
  • 4/ არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

  • 5/ საკვები დანამატი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალფეროვანი საკვების შემცვლელად.

სად შევიძინოთ დანოზა ურო პროლონგი?

გაქვთ საშარდე გზების მწვავე ინფექცია?
დანოზა ურო აკუტი – ხელს უწყობს საშარდე სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზებას

სამკურნალო ვარჯიში10

ცისტიტის განვითარებას ხშირად ხელს უწყობს მენჯის ფუძის კუნთების სისუსტე. მას შეუძლია გამოვლინდეს შარდის შეუკავებლობით სიცილის, ხველის, ცემინების ან სპორტული აქტივობის დროს. ყველაზე ხშირად, მენჯის ფუძის კუნთების სისუსტე ქალებში მშობიარობის შემდეგ ან 45 წელზე უფროსი ასაკის ქალებში ვლინდება. ისეთი უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა შარდის შეუკავებლობა და საშარდე გზების ანთება, რეკომენდებულია მენჯის ფუძის კუნთების ვარჯიში დოქტორ არნოლდ ჰ. კეგელის მიერ შემუშავებული ვარჯიშების გამოყენებით. ეს ვარჯიშები სასარგებლოა როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის..​

მენჯის ფუძის კუნთების აღქმა
ამ ვარჯიშების სწორად შესასრულებლად, თქვენ უნდა აღიქვათ მენჯის ფუძის კუნთები და ავარჯიშოთ ისინი.​

  • თუ ქალი ხართ, წარმოიდგინეთ, რომ ცდილობთ გაზებისგან გათავისუფლებას ან ტამპონის გარშემო საშოს მოჭერას.​
  • თუ მამაკაცი ხართ, წარმოიდგინეთ, რომ ცდილობთ გაზებისგან გათავისუფლებას ან შარდვის დროს შარდის შეკავებას.​

​კუნთების შეკუმშვის პრაქტიკა
თუ სწორი კუნთები გაქვთ განსაზღვრული, შეკუმშვას იგრძნობთ უფრო მენჯის უკანა ნაწილში, ვიდრე წინა ნაწილში..

  1. აირჩიეთ სწორი პოზიცია. დაიწყეთ ზურგზე წოლით, სანამ მენჯის ფუძის კუნთებში შეკუმშვას არ იგრძნობთ. როგორც კი თავს კომფორტულად იგრძნობთ, ივარჯიშეთ მჯდომარე და ვერტიკალურ პოზიციაში.​
  2. დაჭიმეთ მენჯის ფუძის კუნთები 3-5 წამის განმავლობაში.​
  3. მოადუნეთ 3-5 წამის განმავლობაში.​
  4. გაიმეორეთ შეკუმშვა/მოდუნების ციკლი 10-ჯერ. შეინარჩუნეთ სხვა კუნთები მოდუნებულ მდგომარეობაში. არ დაჭიმოთ მუცლის, ფეხის ან დუნდულების კუნთები და არ ასწიოთ მენჯი. ფრთხილად დაადეთ ხელი მუცელზე, რათა დარწმუნდეთ, რომ მუცლის კუნთებს არ აწვებით.​
  5. თანდათან გაზარდეთ შეკუმშვისა და მოდუნების ხანგრძლივობა. აიყვანეთ შეკუმშვა-მოდუნების ხანგრძლივობა 10 წამამდე.​

ეცადეთ, ყოველდღიურად მინიმუმ 30-40 კეგელის ვარჯიში შეასრულოთ. უმჯობესია, ისინი მთელი დღის განმავლობაში გადაანაწილოთ, ვიდრე ერთდროულად შეასრულოთ. რადგან ეს არის ფარული ვარჯიშები, რომლებსაც მხოლოდ თქვენ ამჩნევთ, შეგიძლიათ მათი შესრულება ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს..

ასევე ივარჯიშეთ როგორც მოკლე, 2-3 წამიანი შეკუმშვებით და მოდუნებებით (ზოგჯერ „სწრაფ შეკუმშვებსაც“ უწოდებენ), ასევე უფრო ხანგრძლივი შეკუმშვებით და მოდუნებებით.

სამეცნიერო წყაროები:

  1. Lenger S.M et.al. D-mannose vs other agents for recurrent urinary tract infection prevention in adult women: a systematic review and meta-analysis. 2020 Aug;223(2):265.e1-265.e13 DOI: 10.1016/j.ajog.2020.05.048 URL: https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/32497610/ (06.2020)
  2. McLellan LK, Hunstad DA. Urinary Tract Infection: Pathogenesis and Outlook. Trends Mol Med. 2016 Nov;22(11):946-957. doi: 10.1016/j.molmed.2016.09.003. Epub 2016 Sep 28. PMID: 27692880; PMCID: PMC5159206. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5159206/
  3. Flores-Mireles AL, Walker JN, Caparon M, Hultgren SJ. Urinary tract infections: epidemiology, mechanisms of infection and treatment options. Nat Rev Microbiol. 2015 May;13(5):269-84. doi: 10.1038/nrmicro3432. Epub 2015 Apr 8. PMID: 25853778; PMCID: PMC4457377 URL: https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4457377/
  4. D-mannose. URL: https://www.chronicutiinfo.com/day-to-day-help/natural-supplements/d-mannose/
  5. Kranz J. et. al. The 2017 Update of the German Clinical Guideline on Epidemiology, Diagnostics, Therapy, Prevention, and Management of Uncomplicated Urinary Tract Infections in Adult Patients. Part II: Therapy and Prevention rol Int. 2018;100(3):271-278. doi: 10.1159/000487645 URL:https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/29539622/ (14.03.2018)
  6. Recurrent Uncomplicated Urinary Tract Infections in Women: AUA/CUA/SUFU Guideline (2022) PUBLISHED 2019, REVIEWED AND VALIDITY CONFIRMED 2022 URL:https://www.auanet.org/guidelines-and-quality/guidelines/recurrent-uti
  7. Sharma V, Ichikawa M, Freeze HH. Mannose metabolism: more than meets the eye. Biochem Biophys Res Commun. 2014 Oct 17;453(2):220-8. doi: 10.1016/j.bbrc.2014.06.021. Epub 2014 Jun 12. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4252654/
  8. დანოზა ურო პროლონგის გამოყენების ინსტრუქცია
  9. InformedHealth.org [Internet]. Cologne, Germany: Institute for Quality and Efficiency in Health Care (IQWiG); 2006-. Using medication: Using antibiotics correctly and avoiding resistance. 2008 Nov 14 [Updated 2013 Dec 18]. Available from: https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK361005/
  10. Step-by-step guide to performing Kegel exercises, February 2, 2022 URL: https://www.health.harvard.edu/bladder-and-bowel/step-by-step-guide-to-performing-kegel-exercises

*ანტიბიოტიკის ალტერნატიული საშუალება: D-მანოზა ანტიბიოტიკების ალტერნატივად ითვლება მისი უნარის გამო, ხელი შეუშალოს ბაქტერიების მიმაგრებას შარდის ბუშტისა და საშარდე სისტემის უჯრედებზე.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფოტრმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

თუ გსურთ ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გვერდით მოვლენების ან უსაფრთხოების, შესახებ ინფორმაციის გაზიარება, პროდუქტთან დაკავშირებული სამედიცინო ჩვენების ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენა*, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ.წერილი შემდეგ მისამართზე:pharmacovigilance@alpenpharma.com